Sunday, May 29, 2016

მე-6   დღის   რეფლექსია
დღევანდელი  დღეც  მეტად    საინტერესოდ   დავიწყეთ   გავიხსენეთ   წინა  ტრენინგზე  შესწავლილი   მასალები,    შემდეგ  მივიღეთ  რეკომენდაციები   გუგლდრაივის   შესახებ  და  ჩვენი   ნამუშევრები  გადმოვტვირთეთ.  გავხსენით   ახალი  საქაღალდეები.  დიდი   მადლობა   მწვრთნელს    იმ  დიდი   ყურადღებისა   და  მოთმინებისათვის  რაც   ჩვენს   მიმართ  გამოიჩინა.

Saturday, May 28, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს  საკმაოდ   მომქანცველი   სამუშაო  შევასრულეთ.   ვისწავლეთ  მოსწავლეთა  ნამუშევრების   ატვირთვა , გავიხსენეთ  სლაიდების    კეთება  ასევე   დიაგრამებითა  და  სქემებით   გამოსახვა   მიუხედავად    სირთულისა   ტრენინგი   ძალიან    საინტერესო   იყო.

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელმა   დღემ  საინტერესოდ   ჩაიარა.  მივიღეთ  საინტერესო
რეკომენდაციები  პროექტის  იდეისა  და   მიზნების  შესახებ.  დიდიმადლობა  გულისხმიერებისა  და   მოთმინებისათვის.

Saturday, May 14, 2016

მე-4 დღის რეფლექსია

დღევანდელი   ტრენინგი  დავიწყეთ  საშინაო   დავალების  შემოწმებით,   მივიღეთ  შესაბამისი  რეკომენდაციები,   შემდეგ   ჩამოვაყალიბეთ   პროექტის  მიმართულების  მიმცემი   ზოგადი,   თემატური  და   შინაარსობრივი  კითხვები,   ბოლოს   შესრულებული  დავალებები   გავაანალიზეთ

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები დაწყებითი საფეხურისათვის

         
  ზოგადი  კითხვა
მოახდენს  თუ არა   გლობალიზაცია   გავლენას   ქართულ   ენაზე?
    თემატური    კითხვები
  1. რამდენად  სწორად  მიგაჩნიათ  ბარბარიზმებისა   და  ნეოლოგიზმების   გამოყენება თანამედროვე   სალიტერატურო  ქართულ  ენაში?
  2. როგორ  ზრუნავს  ჩვენი   მთვრობა  ქართული   ენის   სიწმინდის   დაცვისა  და  განვითარებისათვის?.
შინაარსობრივი   კითხვები


  1. რომელი    დღე  არის    გამოცხადებული    ქართული  ენის   დღედ?
  2. რომელ   საუკუნეში  გამოცხადდა  ქართული  ენა   სახელმწიფო  ენად?
  3.  ვის   ეკუთნის   სატყვები:  ენა      დედაა  ერისა"?

Thursday, May 12, 2016

პროექტის მიზნები


პროექტის იდეა

  პროექტის   იდეა

მოსწავლეები  მოახდენენ    მოსახლეობის   ინფორმირებას   ბარბარიზმების   შესახებ.   აცნობენ  მათ,რომ  ბარბარიზმები   არა  თუ   ალამაზებს,   არამედ   ამახინჯებს   ჩვენს   მშობლიურ  ენას    და  მიყავს   იგი   დაკნინებისაკენ,  ამიტომ   აუცილებელია   ქართული   ენის  სიწმინდის  დაცვა.   ისინი  დაეხმარებიან    მოსახლეობას   სწორი   ქართულით  მეტყველებაში, ამისათვის  კი   გამოუშვებენ    ბუკლეტს   დევიზით- მშობლიური  ენა     ბარბარიზმების   გარეშე  და   გაავრცელებენ   მოსახლეობაში. .